სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფაკულტეტზე „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განხორციელების შესახებ ვბრძანებ:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2-ის საფუძველზე ვბრძანებ:
1. ჩატარდეს „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ კონკურსი;
2.„მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 50 000 ლარი;
3. კონკურსის პირობები:
3.1. პროექტის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ფაკულტეტის ძირითად სასწავლო მიმართულებებს;
3.2. პროექტში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტს;
3.3. სავალდებულოა პროექტში სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურის არანაკლებ 3 აქტიური სტატუსისა და არანაკლებ 3,0 GPA-ს მქონე სტუდენტის ჩართვა. ბაკალავრიატის სტუდენტს დაგროვებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 90 კრედიტი;
3.4. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 13 000 ლარს;
4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნის მიხედვით (იხ. დანართი და შესავსები ბიუჯეტის ფორმა;
5. საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის ბოლო ვადა: 2023 წლის 2 მარტი, 13:00 სთ;
6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 2023 წლის 15 მარტამდე.
7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 8 თვე (2023 წლის 1 აპრილიდან - 30 ნოემბრამდე);
8. პროექტის მონაწილეთა ანაზღაურება განხორციელდეს ეტაპობრივად, პროექტის ხელმძღვანელის მიერ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს წარდგენის შემდგომ;
9. დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მართვას ახორციელებს პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე;
10. პროექტის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში პროექტის ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა;
11. პროექტების შერჩევას, გამარჯვებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მიმდინარეობისა და შედეგების მონიტორინგს ახორციელებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. სალომე დუნდუა - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი.
2. მედეა ბადაშვილი - კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება;
3. თამარ დოლბაია - პროფესორი, დეკანის მრჩეველი
4.ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
5. ნათია ფარცხალაძე - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
6. ნანული ტალახაძე- ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულება;
7. თეა ვახანია - ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი.
12. სამეცნიერო - კვლევითი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
საკვლევი თემის აქტუალურობა და აკადემიური ლიტერატურის მიმოხილვა -20 %
სამეცნიერო-კვლევითი პროექტის სამეცნიერო ღირებულება, ინოვაციურობა და გავრცელება- 20 %
კვლევის მეთოდოლოგია - 20 %
ბიუჯეტი-20%
აქტივობები, მათი განმახორციელებელი პერსონალის კომპეტენციის გათვალისწინებით - 20%
13. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.